რეფლექსიქ მე-9 დღე
1. გავიმეორეთ წინარე მასალა
2.შევადგინეთ დღის განრიგი
3.დავამუშავეთ ბლოგები ( ფონის და დიზაინის შეცვლა), ვისწავლეთ მათი გაზიარება.
4. მოვისმინეთ პროექტების პრეზენტაცია
5. მოვახდინეთ ტრენინგის შეჯამება.
ტრენინგზე გავეცანი კარგ სახელმძღვანელოს და გამოვიყენებ მას ხშირად, შევიძინე კომპიუტერის გამოყენებით პროექტის წერის უნარ- ჩვევები.
ტრენერის საქმისადმი დამოკიდებულებამ გამიადვილა მასალის შესწავლა. დიდი მადლობა ხათუნა ციხელაშვილს შინაარსიანი და საინტერესო ტრენინგისთვის.
Wednesday, July 19, 2017
მე-8 დღე რეფლექსია
1. წინარე მასალის გახსენება.
2. შევადგინეთ დღის გეგმა.
3. დავასრულეთ სასწავლო პროექტში გეგმაში მუშაობა.
4. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე
5. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი და ამ კითხვარიდან გამომდინარე გავაკეთეთ საკუთარი დასკვნები.
6. მივიღეთ საშინაო დავალება.
სამუშაოს გვიადვილებს ტრენერის ეფექტური მიდგომები.
1. წინარე მასალის გახსენება.
2. შევადგინეთ დღის გეგმა.
3. დავასრულეთ სასწავლო პროექტში გეგმაში მუშაობა.
4. ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე
5. შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი და ამ კითხვარიდან გამომდინარე გავაკეთეთ საკუთარი დასკვნები.
6. მივიღეთ საშინაო დავალება.
სამუშაოს გვიადვილებს ტრენერის ეფექტური მიდგომები.
Friday, July 14, 2017
მე-7 დღე
1. გავიმეორეთ წინა მასალა;
2. ჩამოვაყალიბეთ სამუშაო დღის გეგმა;
3. შევქმენით პროექტის თემატიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე ბუკლეტები, რომელიც გადავიტანე სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში;
4. ვისაუბრეთ თანამედროვა ტექნოლოგიების განვითარებაზე, ონლაინ ინსტრუმენტებზე და მათ გამოყენებაზე სასწავლო პროცესში;
5. მივიღეთ საშინაო დავალება;
6. ტრენერის დახმარებით მუშაობა საინტერესო და ნაყოფიერი იყო. ტრენერის კომპეტენტურობა და ხალისიანი დამოკიდებულება საქმისადმი სტიმულს მაძლევს შესწავლილი თემები გამოვიყენო ჩემს პედაგოგიურ საქმიანობაში.
Tuesday, July 11, 2017
Monday, July 10, 2017
Thursday, July 6, 2017
პორტფოლიოს შეფასების რუბრიკა
პორტფოლიოს
შეფასების რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
|
||
სასწავლო
პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სტანდარტებსა და მიზნებს.
|
|||||
გეგმაში ნათლადაა ახსნილი, თუ
როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ
სტანდარტების და მიზნების მიღწევას.
|
გეგმაში ახსნილია, თუ როგორ
განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების
და მიზნების მიღწევას, მაგრამ სქემატურია
|
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით
განსაზღვრული ზოგიერთი სამუშაოს შესრულება მოსწავლეებს დაეხმარება სტანდარტების
და მიზნების მიღწევაში
|
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით
განსაზღვრული სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილი დაეხმარება მოსწავლეებს სტანდარტების
და მიზნების მიღწევაში.
|
||
სასწავლო
პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
|
|||||
გეგმაში ინტეგრირებულია
სწავლების, მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებიც
მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში
დაეხმარება.
|
გეგმაში ინტეგრირებულია
სწავლების და მოდელირების შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება, მაგრამ არ იძლევა ყველა
სქემის გააზრების შესაძლებლობას.
|
მოსწავლეები პრაქტიკაში იყენებენ
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე, თუმცა ამ უნარ-ჩვევების სწავლებისა და
განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. შეკითხვები ძალიან ზოგადია.
|
მოსწავლეები იშვიათად იყენებენ
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე.
|
||
სასწავლო
პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მიმართულების მიმცემ საკვანძო
შეკითხვებს.
|
|||||
გეგმაში ინტეგრირებულია სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები,
რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის
არსებით საკითხებზე.
|
გეგმაში ხშირად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო
შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და
გაკვეთილის არსებით საკითხებზე, მაგრამ არ იძლევა ყველა ცნების გააზრების
შესაძლებლობას.
|
გეგმაში ზედაპირულად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო
შეკითხვები და მათი გამოყენება მოსწავლეების ყურადღების მიზანმიმართულად
კონცენტრირებას არ ემსახურება. შეკითხვები ძალზედ ზოგადია/ან არ ემსახურება
საკითხის არსის გააზრებას.
|
გეგმაში არ გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
|
||
სასწავლო
პროცედურების დაგეგმვისას ვიყენებთ მრავალფეროვან პროდუქტებს
|
|||||
გაკვეთილის გეგმის მიხედვით,
მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი
ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და
აქტივობების მეშვეობით.
|
გაკვეთილის გეგმის მიხედვით,
მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის გარკვეული სახის არჩევანის
უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული
დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით. შემოთავაზებულია რამდენიმე ფორმა და
მოსწავლეები მათგან არჩევენ.
|
გაკვეთილის გეგმის მიხედვით,
ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება შეზღუდულია. ისინი
ასრულებენ აქტივობებს, რომლებიც საბოლოო პროდუქტს ან ცოდნის გამოყენებას
ნაკლებად უკავშირდება.
|
მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ცოდნა, პროდუქტის
შექმნით და პრაქტიკაში გამოყენებით.
|
||
სასწავლო
პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ განსხვავებებს მოსწავლეთა
შესაძლებლობებში.
|
|||||
გეგმაში ნათლად განსაზღვრული და გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის
მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა
საჭიროებები.
|
გეგმაში მინიმალურადაა გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის
მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში არაა გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა
საჭიროებები.
|
||
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის
ათვისებას.
|
|||||
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და
ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და
სტრატეგიების განვითარებისთვის.
|
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცნებების
უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
|
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვან
ცნებებზე ინფორმაციის მოპოვებისთვის.
|
ტექნოლოგიების
გამოყენება მხოლოდ ზედაპირულად უკავშირდება სასწავლო თემატიკას.
|
||
ტექნოლოგიების
გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას.
|
|||||
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს
უწყობს სწავლის პროცესს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, შესაბამისი
დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით.
|
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს 21-ე საუკუნის
უნარ-ჩვევების განვითარებით, დავალებებისა და სასწავლო მასალის შესაბამისად.
|
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების
პრაქტიკას.
|
ტექნოლოგიების გამოყენება არ განაპირობებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების
განვითარებას.
|
||
ტექნოლოგიების
ინტეგრირება უზრუნველყოფს მოსწავლეთა და კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
|
|||||
ჩემს გეგმაში მოსწავლეები
იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველა დონესა და ინტერესს შეესაბამება ისე, რომ
თან გარკვეულ გამოწვევას სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეები რამეს ქმნიან
ტექნოლოგიების გამოყენებით.
|
ჩემი მოსწავლეები, როგორც წესი,
იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ასაკობრივ ჯგუფს და მრავალი ტიპის
შემსწავლელსა და სწავლის სტილს შეესაბამება.
|
ჩემი მოსწავლეები დროდადრო
იყენებენ ტექნოლოგიებს, რომელიც მათ ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება.
|
მოსწავლეები იშვიათად იყენებენ
ტექნოლოგიებს. ძირითადად, გამოყენებული ტექნოლოგიები მათ დონესა და ინტერესებს
არ შეესაბამება.
|
||
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია და
არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს შეესაბამება.
|
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია, თუმცა არსებულ
შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს ზოგჯერ არ შეესაბამება.
|
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ჩემი მხრიდან დიდ ძალისხმევას
მოითხოვს.
|
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ჩემს კონკრეტულ სიტუაციაში,
არსებული გარემოებების გამო, შეუძლებელია.
|
||
შეფასების
სტრატეგიები ეფუძნება სტანდარტებს და მიზნებს.
|
|||||
შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს სტანდარტებს,
სასწავლო მიზნებს, შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და ვიზუალური
თვალსაზრისით.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო მიზნებს და
შესწავლილ მასალას.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის
სტანდარტებსა და სასწავლო მიზნებს.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე სტანდარტსა და
სასწავლო ამოცანას.
|
||
შეფასების
სტრატეგიები მოსწავლეზეა ორიენტირებული.
|
|||||
გეგმის მიხედვით, მოსწავლეები
მონაწილეობას იღებენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად უწევთ
თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება.
|
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა
შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ შეფასების ფორმების შექმნაში და თანაკლასელების
შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
|
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა
შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
|
გეგმის ფარგლებში მოსწავლეების
როლის შეფასების პროცესში მინიმალური ან ნულოვანია.
|
||
შეფასების ფორმები ემყარება დავალების
ხარისხის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. ჩემი შეფასებები მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს
შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.
|
შეფასების ფორმები ემყარება
ხარისხის განმსაზღვრელ გარკვეულ კრიტერიუმებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩემი
შეფასებები გამოიყენონ მათი მუშაობის ხარისხის გაზომვისთვის მოლოდინებთან შესადარებლად.
შემოთავაზებულია მრავალფეროვანი აქტივობები, მაგრამ არ არის მითითებული, რა
მიზნებისთვის.
|
შეფასების ფორმებში ხარისხის
განმსაზღვრელი კრიტერიუმები არაა მკაფიოდ წარმოდგენილი და მოსწავლეებს
გაუჭირდებათ თავიანთი პროგრესის შეფასება.
|
მოსწავლეები ვერ გამოიყენებენ
ჩემ მიერ შეთავაზებულ შეფასების ფორმებს თვითშეფასებისთვის.
|
||
შეფასების
სტრატეგიები მრავალფეროვანი და მიმდინარეა.
|
|||||
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია
შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმების მრავალფეროვნება, რაც შეფასების
ხუთ მიზანს შეესაბამება.
|
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია
შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმები, რაც შეფასების ხუთ მიზანს
შეესაბამება.
|
ჩემს გეგმაში მოსწავლეების
შეფასება იშვიათად და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ხორციელდება, შეფასების
ზოგიერთ მიზანს აკმაყოფილებს.
|
მოსწავლეები ტრადიციული მეთოდით,
ერთი თემის დაფარვის შემდეგ ფასდებიან.
|
||
Tuesday, July 4, 2017
მე-4 დრის რეფლექსია
გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა.
გავეცანით დღის მიზნებს.
განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია.
ვრცლად ვისაუბრეთ თითოეულ სტრატეგიაზე.
თითოეული სტრატეგიიდან ავირჩიეთ1 ან 2 მეთოდი შესაბამისი ინსტრუმენტებით. გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო.
სახელმძღვანელოს რესურსებში მოვძებნეთ ჩვენი პროექტისათვის შეფასების ფორმები. რომლებიც გადავიტანეტ საქაღალდეში-შეფასებები.
მივიღეთ საშინაო დავალება.
გავიხსენეთ წინა ტრენინგის მასალა.
გავეცანით დღის მიზნებს.
განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია.
ვრცლად ვისაუბრეთ თითოეულ სტრატეგიაზე.
თითოეული სტრატეგიიდან ავირჩიეთ1 ან 2 მეთოდი შესაბამისი ინსტრუმენტებით. გავწერეთ შეფასების დროის ჩარჩო.
სახელმძღვანელოს რესურსებში მოვძებნეთ ჩვენი პროექტისათვის შეფასების ფორმები. რომლებიც გადავიტანეტ საქაღალდეში-შეფასებები.
მივიღეთ საშინაო დავალება.
Monday, July 3, 2017
ტრენინგის მე-3 დღე
გავიმეორეთ წინარე მასალა.
გავეცანით დღის მიზნებს.
დავასრულეთ სტანდარტებისა და ინდიკატორების შეყვანა.
ინდიკატორებისა და პროექტის თემიდან გამომდინარე დავწერეთ მიზნები, ვისაუბრეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
ჩვენი პროექტის თემატიკიდან გამომდინარე დავწერეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები. გავუზიარეთ გეგმა ტრენერს.
Friday, June 30, 2017
ტრენინგის მე-2 დღე
ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. გავეცანით დღის მიზანს. გავეცანით ერთმანეტის პროექტების იდეებს და მოვისმინეთ უკუკავშირი. ჩამოვყალიბდით საპროექტო იდეაზე. შევქმენით ელექტრონული პორთფოლიო,საქაღალდეები და ავტვირთეთ პროექტის შაბლონი, 21-ე საუკუნის უნერ-ჩვევები. ვისაუბრეთ სტანდარტებზე და ინდიკატორებზე. ვისწავლეთ საიტზე ncp.ge ნავიგაცია. მივიღეთ საშინაო დავალება- სტანდარტებისა და ინდიკატორების შერჩევა პროექტისთვის.
Thursday, June 29, 2017
რეფლექსია პირველი დღე
რეფლექსია პირველი დღე
1. მუშაობა დავიწყეთ ტრენერის გაცნობით.
2. მან გაგვაცნო ტრენინგის მიზნები.
3. ერთობლივად შევჯერდით დღის და ტრენინგის განრიგზე.
4. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს და პროექტის გეგმას.
5. ვიმსჯეელეთ მზა პროექტების შაბლონებზე.
6.გავეცანით პორთფოლიოს შეფასების რუბრიკას.
7. გავეცანით21 საუკუნის უნარ- ჩვევების დოკუმენტს.
8. შევქმენით ბლოგი- პირველი დღე.
9.დავწერეთ ტრენინგის რეფლექსია.
1. მუშაობა დავიწყეთ ტრენერის გაცნობით.
2. მან გაგვაცნო ტრენინგის მიზნები.
3. ერთობლივად შევჯერდით დღის და ტრენინგის განრიგზე.
4. გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს და პროექტის გეგმას.
5. ვიმსჯეელეთ მზა პროექტების შაბლონებზე.
6.გავეცანით პორთფოლიოს შეფასების რუბრიკას.
7. გავეცანით21 საუკუნის უნარ- ჩვევების დოკუმენტს.
8. შევქმენით ბლოგი- პირველი დღე.
9.დავწერეთ ტრენინგის რეფლექსია.
Subscribe to:
Posts (Atom)